![](https://tsu.ge/assets/media/files/36/library/authors/2021/nazi-shilakadze.jpg)
ნაზი შამანაური
პედაგოგი
დაბადების თარიღი 1940
დაიბადა 1940 წლის 5 ივლისს.
1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
მუშაობდა სოფელ პირმისაანთკარის სკოლა-ინტერნატში აღმზრდელად. იყო თბილისის ორჯონიკიძის სახელობის სამკერვალო ფაბრიკის რადიოგადაცემათა რედაქციის ჟურნალისტი. აქვეყნებდა კომუნისტური რეჟიმის საწინააღმდეგო წერილებს. ბოლო წერილი მან 1974 წლის 7 ივნისს გაზეთ "სოფლის ცხოვრებაში" გამოაქვეყნა.